ქართული სალტე ხანჯალი “ლაღი”, 2025.
ტარი კამეჩის რქის, ქარქაში ფოლადის ტყავგადაკრული.
სიგრძე 650 მმ.
2012 წელს ჩემს სახელოსნოში სარესტავრაციოდ მოხვდა აქამდე უცნობი ტიპის ძველი ქართული ხანჯალი - სამოსლის ქვეშ ტყავგადაკრულ ლითონის ქარქაშში წელზე სატარებელი იარაღი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მსგავსი ტიპის კავკასიური იარაღი დღემდე არ აიყო დაფიქსირებული არცერთ ცნობილ კოლექციაში. საკმაოდ მოზრდილი (მთლიანი სიგრძე 74 სმ). ტარზე ვერცხლის სადებების დამუშავების სტილი და ორნამენტი მიანიშნებდა, რომ ეს იარაღი საქართველოში იყო დამზადებული მე-19 საუკუნეში. ეს მოვლენა ეცნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ნივთის რესტავრირების დროს დამებადა იდეა მსგავსი საავტორო ნამუშევარი შემექმნა (არა ასლი): ზომა და ფორმები გარკვეულწილად შევცვალე და შევქმენი ახალი ორიგინალური ესკიზი. შეიცვალა ტარის დიზაინი და მასალა. ესკიზი გაკეთდა ჩემს მიერ ტრადიციული კავკასიური იარაღის სტილის და კანონიკის პატივისცემით და დაცვით.
ეს სატევარი დამზადდა 2025 წელს ჩემს სახელოსნოში ნიდერლანდებში.
გოჩა ლაღიძე, 2025 წელი.