გოჩა ლაღიძე

გოჩა ლაღიძე

გოჩა მეიარაღეობით სკოლის პერიოდში დაინტერესდა. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და საქართველოს ხალხური რეწვის ოსტატი. 1994 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიდერლანდების სამეფოში. არის ნიდერლანდების მხატვართა კავშირის წევრი და ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატი. 2006-2007 წლებში გახლდათ ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიის მიწვეული პროფესორი. მონაწილეობდა ათეულობით ჩვენებასა და გამოფენაში, როგორც ნიდერლანდებში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. 15-ჯერ აქვს მოგებული გრანპრი საუკეთესო ნამუშევრისთვის. დაჯილდოებულია ნიდერლანდების კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2009 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიწვეულ რესტავრატორად. მისი ინიციატივით, ავტორობითა და დაფინანსებით შეიქმნა ქართველ მხატვარ-მეიარაღეთა ინტერნეტ-პორტალი www.georgians-weapons.com, რომელიც დღემდე აქტიურად ემსახურება ქართული მესაჭურვლეობის ხელოვნების უკეთ წარმოჩენას და პოპულარიზაციას საქართველოში თუ საზღვარგარეთ. მონაწილეობდა Knife Show Tbilisi 2022, 2023 და 2024-ში, ასევე Tbilisi Art Knife Expo 2024-ში. 2023 წელს გაიმარჯვა კატეგორიაში „საუკეთესო ტრადიციულ სტილში შესრულებული ნაკეთობა“, ხოლო 2024 წელს კატეგორიაში „წლის ინოვაცია”. არის „საქართველოს დანების მწარმოებელთა და კო-ლექციონერთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი.

მეილი: info@gotscha.nl

ვებგვერდი: www.gotscha.nl

FB: https://www.facebook.com/gotschalagidse/ 

ჩემი ნამუშევრები