კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გვერდზე. ჩვენ, შპს „ციმორი დანები” წარმოვადგენთ დანების მწარმოებელ ქართულ კომპანიას. დანის ყველა მოდელი შექმნილია ჩვენს მიერ. დანის პირის მასალად ვიყენებთ სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ სპეციალიზირებულ ფოლადებს, ხოლო დანის ტარად გამოყენებულია სტაბილიზირებული, იშვიათი ხის ჯიშები და ლეგალურად მოპოვებული ნატურალური მასალები (რქა, ეშვი, ძვალი და სხვა), ასევე თანამედროვე კომპოზიტები.
დანის თითოეულ მოდელს აქვს სახელწოდება და წარმოებულია რამოდენიმე ზომად. ზოგიერთი მოდელი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს პირისა და ტარის სხვადასხვა მასალების ვარიაციით და აქედან გამომდინარე უმნიშვნელოდ შეცვლილი იყოს მათი ფორმა, ძირითადი კონტურებისა და ზოგადი კონცეფციის ცვლილების გარეშე.
ამასთანავე, ჩვენ ვახდენთ დანის წარმოებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყო-იარაღების და დანადგარების საქართველოში იმპორტს და დისტრიბუციას. კომპანია „ციმორი დანები“ ვართ რამდენიმე ცნობილი უცხოური კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კერძოდ: Bohlerstahl, Damasstal, Raffir და სხვა.
ბიზნეს რეგისტრი 405607455
შპს ციმორი დანები
JSC TBC Bank
GE10 TB72 8293 6160 1000 02
SWIFT: TBCBGE22
