ლაშა ავალიანმა, ნახევრად სერიული და საავტორო ხელნაკეთი დასაკეცი დანების ოსტატმა, ეს ხელობა სულ მცირე ასაკში ცნობილი მეიარაღე მამის, ზაზა ავალიანის, წყალობით შეისწავლა და შეიყვარა. წლების წინ სწორედ ზაზა ავალიანმა შექმნა დანის ჩამკეტი სისტემის მოხსნის ახალი პრინციპი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე ლაშამ გააგრძელა და პარტნიორებთან ერთად დააარსა კომპანია „ციმორი“, რომლის მიზანი გახლავთ საქართველოში დანების სერიული წარმოება. ლაშა მონაწილეობდა Knife Show Tbilisi 2022, 2023 და 2024-ში., ასევე Tbilisi Art Knife Expo 2024-ში. 2022 წელს გახდა Knife Show Tbilisi-ს გამარჯვებული კატეგორიაში „წლის საუკეთესო დასაკეცი დანის ავტორი“. არის „საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა“ ასოციაციის გამგეობის წევრი. ლაშა ავალიანი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით ჩამოშორებულია ამ საქმიანობას.
მეილი: l.avaliani23@gmail.com