დემური კეზუა

დემური კეზუა

დემური დიზაინერია და მისი ჰობი იარაღის დამზადებაა. დანების კეთებამ ადრეული ასაკიდანვე დააინტერესა და თითქმის 20 წელია (პაუზებით), ამ საქმით არის გატაცებული. რამდენიმე წელიწადია, რაც პარტნიორებთან ერთად დაარსა კომპანია “ციმორი” და აქტიურად საქმიანობს ამ სფეროში. კომპანიის მიზანია საქართველოში სერიული და ნახევრად სერიული დანების წარმოება. დემურის სამომავლოდ მიზნად აქვს დასახული დანების შემკობის ტექნიკის ათვისება. დემურ კეზუა მონაწილეობდა Knife Show Tbilisi 2022, 2023 da 2024-Si, ასევე Tbilisi Art Knife Expo 2024-ში. 2022 წელს გაიმარჯვა კატეგორიაში „წლის საუკეთესო ფიქსირებული დანის ავტორი“, ხოლო Knife Show Tbilisi 2023-ზე გახდა გამარჯვებული კატეგორიაში, „საუკეთესო სანადირო დანა“. არის „საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის“ წევრი.

მობილური: (+995) 599689390

მეილი: demurikezua82@gmail.com

FB: https://www.facebook.com/demuri.kezua.9

ჩემი ნამუშევრები